გიორგი ტუღუში - "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია

გიორგი ტუღუში - "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ტუღუშის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაზე დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია.

ეს განცხადება ტუღუშმა განმუხურის 38-ე უბანზე გააკეთა, სადაც არჩევნების პროცესს აკვირდებოდა.

"დილიდანვე ცხადი იყო ხელისუფლების სრული მობილიზება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ჩამოვლა, დაშინებები, მოსყიდვები. სხვადასხვა კრიმინალების დახმარებით ოკუპაციის ხაზიდან გადმოიყვანეს ხალხი და აიძულებდნენ, ხმა მიეცათ "ქართული ოცნებისთვის". გასაგებია, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ პირველივე ტურში დაესრულებინათ ეს არჩევნები, მაგრამ არ გამოუვიდათ. იქნება მეორე ტური. ვაგრძელებთ ბრძოლას. ღრმად ვართ დარწმუნებული, ხალხი კარგად მიხვდება, რომ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არ უნდა მისცეს სრული ძალაუფლება", - განაცხადა ტუღუშმა.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაში "ქართული ოცნების" კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, განმუხურის 38-ე უბნის შედეგებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 285 ხმა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 159 ხმა მიიღო.

რაც შეეხება ჯიხაშკარის ორ უბანს, ამ შემთხვევაში ედიშერ თოლორაიას მხარი 387-მა და 309 ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ჯამში 696 ხმას შეადგენს, სანდრა რულოვსს კი ერთ უბანზე ხმა 165-მა, მეორეზე კი 117-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ჯამურად 282 ხმაა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."