მამუკა მდინარაძე - სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბნის მონაცემები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს

მამუკა მდინარაძე - სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბნის მონაცემები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბნის მონაცემები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხმებით გაუსწრო "ქართული ოცნების" კანდიდატს, თუმცა "არჩევნების მეორე ტურში თამაზ ნავერიანი მიაღწევს გამარჯვებას".

მდინარაძის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები, თითქოს 8 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და მომხდარმა დაპირისპირებამ მოახდინა გავლენა ამომრჩევლებზე, სრული სიცრუეა.

"არაფერ შუაში არაა ის ამბავი, რაც იყო 8 ოქტომბერს. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. დამნაშავეები პასუხისგებაში არიან მიცემული და სასამართლო გადაწყვეტს მათ ბედს. ეს ამბავი ხმების მიცემასთან და ნების გამოხატვასთან არაფერ შუაში არ არის", - განაცხადა მდინარაძემ.

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის საბოლოო შედეგების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა კი 313.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."