ცესკოს წინასწარი შედეგებით, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის", ზუგდიდში კი "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

 ცესკოს წინასწარი შედეგებით, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის", ზუგდიდში კი "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 10 026 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,11%-ს შეადგენს, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 9051 ხმა, რაც საერთო რაოდენობის 43.43%-ია.

რაც შეეხება ზუგდიდს, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 11 607-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 10 692-მა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."