როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მეორე ტურში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მეორე ტურში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას "ფეისბუქით" ეხმიანება.

"მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე, საკუთარი სინდისის კარნახით. მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც, სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას, იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას. მე პატივს ვცემ ყველას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტივისტები პატივისცემით მოეკიდებიან სანდრას პირად გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ მან ძალიან ბევრი იბრძოლა ამ არჩევნებში და ზუსტად ვიცი, რომ არ შეეპუება გაყალბებასა და უსამართლობას. საერთოდ არ უნდა იცნობდეთ სანდრას, რომ იგი დაადანაშაულოთ, სხვისი, თუნდაც ჩემი, თავზე მოხვეული გადაწყვეტილებებით მოქმედებაში.

დრო აჩვენებს ვინ იყო მართალი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გადალახავს ამ დროებით სიძნელეებს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ბოლოს და ბოლოს, 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი 8 ოქტომბერს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანთა რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ მოიმატებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც რულოვსი ,,ოდიში ნიუსთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."