საქართველოს კონსტიტუციის 21-წლიანი თავგადასავალი

საქართველოს კონსტიტუციის 21-წლიანი თავგადასავალი

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს. ექსპერტებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის აზრით, შედეგად, მმართველი პარტია კონსტიტუციას საკუთარ თავზე მოირგებს. თუმცა, მათივე თქმით, ეს ქართული რეალობისთვის უჩვეულო არ არის.

"ევროპის ქვეყნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა თითქმის არც ერთ პარლამენტში არ გვხვდება," - ამბობს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი მალხაზ ნაკაშიძე - "საქართველოს პარლამენტში კი, ძირითადად, პირიქითაა და მმართველი პარტია კონსტიტუციას საკუთარ ინტერესებს არგებს. დოკუმენტი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპებს უნდა ადგენდეს და დეტალიზაცია, რაც ჩვენთან ხდება, მიზანშეწონილი არაა. მისი დანიშნულება მთავრობის შეზღუდვაა. არ უნდა ფიქსირდებოდეს ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებებს საფრთხეს შეუქმნის. ქვეყნის მმართველობა ავტოკრატიაში არ უნდა გადაიზარდოს. მმართველ პარტიას ჯერ არ დაუწყია ახალ პარლამენტში საქმიანობა და უკვე კონსტიტუციის შეცვლაზე ფიქრობს".

საქართველოში კონსტიტუციის ცვლილებები 1999 წელს დაიწყო. ვარდების რევოლუციამდე ქვეყნის მთავარი იურიდიული დოკუმენტი სულ ოთხჯერ შეიცვალა. პირველი ცვლილებებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 7-მდე გაიზარდა. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."