უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი დანიშნა

უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

რაქვიაშვილი პრეზიდენტმა მედიას დღეს პირადად წარუდგინა.

დავით რაქვიაშვილი 1968 წელს არის დაბადებული. ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

"ბატონი დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება. ის იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და აქედან გამომდინარე, აქვს სერიოზული გამოცდილება. ასევე აქვს როგორც აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება. აშშ-ში იყო ელჩის მოადგილე - დესპანი.

მე და ბატონი დავითი ფაქტობრივად, ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს. იყო გამგეობის წევრი. პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ალპინისტი. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას ემსახურო. ბატონო დავითი ამ თვალსაზრისით მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და დაფუძნების პროცესში. გვაქვს ახლო ურთიერთობის 30-წლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და 4 შვილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."