ლევან იზორია - გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა

ლევან იზორია - გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა

გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტ „კრწანისში“ მომხდარ შემთხვევაზე კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას.

„ადგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას. 3 პიროვნება ცდილობდა უკანონოდ შეჭრილოყო, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება გუშაგისგან. კერძოდ, მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა“, - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, 23 წლის გიორგი შენგელიას ოჯახის მტკიცებას, რომ მას იარაღი არ ექნებოდა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა იარაღი.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დილით, 03:30 საათზე 3 პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს იმ ორი თანხმლები პირის დადგენაც. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. გამოძიება ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში იტყვის ამაზე“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."