დღეს, 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველ ბლოკში - კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი შემთხვევა. რა დამატებითი ინფორმაცია აქვს თავდაცვის სამინისტროს და შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის გარეშე დასრულებულიყო გუშაგის მიერ განხორციელებული მოქმედებები.
მეორე ბლოკში - როგორ აფასებენ პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესებს და რა მოლოდინები აქვთ არჩევნების მეორე ტურში. დღეს გადაცემა "360 გრადუსში" კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი". გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.