ვინ იყიდა ადგილი "ნაციონალების" საარჩევნო სიაში: "ამბობენ, რომ მილიონი ლარი გადაიხადა..."

ვინ იყიდა ადგილი "ნაციონალების" საარჩევნო სიაში: "ამბობენ, რომ მილიონი ლარი გადაიხადა..."

როგორ იყიდებოდა საარჩევნო სიაში ადგილები, რა გარიგება შედგა ივანიშვილსა და ბოკერია-ბაქრაძეს ფრთას შორის, ვინ დაამყარა დიქტატურა ნაცმოძრაობაში - ამის შესახებ პარტია "ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"გიგა ბოკერიამ, დავით ბაქრაძემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და ადგილობრივმა ლიდერშიფმა ზუგდიდში ივანიშვილის დავალება პირნათლად შეასრულეს. სანდრა რულოვსი "დამარცხებულია", რითაც მოლაპარაკებების ორივე მხარე კმაყოფილია.

- ნაციონალები სანდრა რულოვსის დამარცხებით თუ კმაყოფილი არიან, რატომ საყვედურობენ მას კანდიდატური მოხსნის გამო?

- ეს სპექტაკლის ნაწილია. პარტიის ლიდერებმა ლამისაა სანდრა რულოვსი მოღალატედ გამოაცხადონ. ამით სააკაშვილზე ახორციელებენ ზეწოლას. მას უკვე დიდი ხანია პარტია გიგა ბოკერიას დაჯგუფებამ "აახია"... მას შემდეგ აქ გამუდმებით ადგილი აქვს სკანდალებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყეს.

- რას ნიშნავს, ადგილების გაყიდვა დაიწყეს?

- თავიდან პარტიულ სიაში არ ფიგურირებდა რამაზ ნიკოლაიშვილი. სიის წარდგენის წინ კი ის სიაში მე-20 ნომრედ ვიხილეთ. ამას პარტიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

- უკმაყოფილება რატომ მოჰყვა? ნიკოლაიშვილი 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში ნაციონალების სიით მოხვდა და ეს პარტია ოფიციალურად არ დაუტოვებია.

- პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთში "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდა. ამის გამო მის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება იყო. აქედან გამომდინარე საეჭვო იყო, რომ ის პარტიის საარჩევნო სიაში, გამსვლელ ადგილას აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ბევრი რამე ითქვა. პარტიაში ყველა ამბობს, რომ მან ეს ადგილი იყიდა და მილიონი ლარი გადაიხადა.

- ამ ინფორმაციას ოფიციალურად ვინმე დაადასტურებს?

- თანხის გამცემი და ამღები ამ ინფორმაციას არ დაადასტურებენ, თუმცა პარტიაში ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი სიის წარდგენის წინა დღეებში ჩაწერეს გამსვლელ ადგილას, ბევრ ეჭვს აჩენს.

ეჭვები ჩნდება ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების თავისუფლად სიარულთან დაკავშირებითაც. ივანიშვილის ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე ლიდერი დააკავა, ბოკერიას და ბაქრაძეს არავინ შეეხო, არადა, თუ სისტემა სჩადიოდა დანაშაულს, მაშინ მარტო მერაბიშვილი არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე. გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ, დავით ბაქრაძე კი პარლამენტის თავმჯდომარე - სისტემურ დანაშაულებზე მათთვისაც უნდა მოეთხოვათ პასუხი. მათი პასუხისმგებლობის საკითხი არავის დაუყენებია.

შედეგად მივიღეთ "ქართული ოცნების" გამპრავებელი კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილთან მომავალშიც ითანამშრომლებს..."

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."