სერგი კაპანაძე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებზე - წადით ახლა, სადმე რამეს მოგიგდებენ, ალბათ და იქ იმუშავეთ

სერგი კაპანაძე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებზე - წადით ახლა, სადმე რამეს მოგიგდებენ, ალბათ და იქ იმუშავეთ

წადით ახლა, სადმე რამეს მოგიგდებენ, ალბათ და იქ იმუშავეთ, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების პრესკონფერენციას.

„აი, „თავისუფალი დემოკრატები“, ყოჩაღ! ნამდვილი ოპოზიცია იყავით ყოველთვის!!! პრინციპული ხალხი! ონოფრიშვილმა, ცაგარეიშვილმა და აბაშიძემ პრესკონფერენცია იმისთვის გამართეს, რომ ეთქვათ, „ნაციონალებს“ მხარი არ დაუჭიროთ და მეორე ტურში ხმა „ოცნებას“ მიეცითო. ხომ არის ნამდვილი ოპოზიციური პოზიცია?! ყოველთვის თავს ვიკავებდი, რომ „თავდემებზე“ რამე მეთქვა უარყოფითი, მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო პრესკონფერენცია იყო. და მართლა მიხარია, რომ თქვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება. წადით ახლა და სადმე რამეს მოგიგდებენ, ალბათ და იქ იმუშავეთ. ფუჰ....“, - წერს სერგი კაპანაძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."