ქუთაისის აეროპორტამდე თბილისიდან შესაძლოა მატარებელი დაინიშნოს

ქუთაისის აეროპორტამდე თბილისიდან შესაძლოა მატარებელი დაინიშნოს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე შესაძლოა თბილისიდან მატარებელი დაინიშნოს. როგორც ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-ს "საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს, ამ ეტაპზე იდეა განიხილება და პროექტის მიზანშეწონილობა დგინდება.

"მიმდინარეობს პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა და ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. ამის შემდეგ გადაწყდება, განხორციელდება თუ არა ეს პროექტი და როგორ განხორციელდება. შემდგომი ნაბიჯები ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. ვფიქრობთ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება", - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."