საერთაშორისო კვლევის თანახმად, დეპუტატი ქალები ხშირად სექსუალურ დისკრიმინაციას განიცდიან

საერთაშორისო კვლევის თანახმად, დეპუტატი ქალები ხშირად სექსუალურ დისკრიმინაციას განიცდიან

საერთაშორისო კვლევის თანახმად, დეპუტატი ქალები ხშირად სექსუალურ დისკრიმინაციას განიცდიან. შესაბამისი ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია „პარლამენტთაშორისმა კავშირმა“ გამოაქვეყნა.

კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 55-მა დეპუტატმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. 80%-ზე მეტი აცხადებს, რომ პროფესიულ საქმიანობაში ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ზეწოლას განიცდიდა.

ერთ-ერთმა ევროპელმა დეპუტატმა ქალმა აღნიშნა, რომ „ტვიტერ“-ის მიკრობლოგში 4 სააათის განმავლობაში 500-ზე მეტი გაუპატიურების მუქარა მიიღო.

დეპუტატი ქალები ამბობენ, რომ სქესის გამო მათ ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. გარდა ამისა, მამაკაცი დეპუტატებისგან ხშირად დამამცირებელ სიტყვებს ისმენენ.

ანგარიშში მოყვანილია ზამბიის პარლამენტის წევრის განცხადება, რომლის თანახმად პარლამენტში სიარული იმის გამო მოსწონს, რომ „იქ ბევრი ქალია და ნებისმიერის არჩევა შეუძლია“.

ანგარიშის ავტორების დასკვნით, სექსუალური და სხვა სახის ზეწოლა ქალი დეპუტატების პროფესიულ საქმიანობას აფერხებს, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."