ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიზნით დაიწყოს მოლაპარაკებები "შემდგომი გადავადების გარეშე"

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიზნით დაიწყოს მოლაპარაკებები "შემდგომი გადავადების გარეშე"

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით დაიწყოს მოლაპარაკებები "შემდგომი გადავადების გარეშე".

წერილში, რომელსაც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) უგზავნის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთს, ევროდეპუტატები მოუწოდებენ საბჭოს, დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკები "რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში".

ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ევროდეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც სამმხრივი მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ ევროპარლამენტთან არ მოხდება შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესებაზე.

"ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეუძლია მიიღოს სარგებელი ვიზალიბერალიზაციისგან და საქართველოს შემთხვევა ასეთია", - აცხადებს მომხსენებელი მარია გაბრიელი თავის მიმართვაში და იქვე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი დაპირებები უნდა შეასრულოს.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის შემდგომი გადავადება აღარ უნდა მოხდეს. მარია გაბრიელი აცხადებს, რომ ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის და აღმოსავლეთ პარტიორობის კონტექსტში ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ მიღწევას წარმოადგენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."