თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, ამის მიზეზი წყალსაქაჩი სისტემის ავარია გახდა, რამაც აკადემიის წყლით მომარაგების და შესაბამისად, გათბობის სისტემის შეჩერება გამოიწვია.

"შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად. ბუნებრივია, ჩვენ კურსანტებს ამ ამინდის პირობებში სასწავლებელში ვერ დავტოვებდით. ეს ორი აკადემიური დღე მათ აუნაზღაურდებათ შაბათ-კვირის ხარჯზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."