რა ქონებას ფლობს უშიშროების საბჭოს მდივნის ახალი მოადგილე?

რა ქონებას ფლობს უშიშროების საბჭოს მდივნის ახალი მოადგილე?

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ალექსი ბარბაქაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

ამ პოსტზე მისი წლიური შემოსავალი 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 54 200 ლარი იყო.

2016 წლის 23 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბარბაქაძის საკუთრებაშია უძრავი ქონება - თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე მდებარე 105 კვ. მეტრი ფართობის ბინა, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში 353 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი, ამავე მისამართზე მდებარე 1 505 კვ. მეტრი ფართობის

მიწის ნაკვეთი, თბილისში გოგოლაურის ქუჩაზე 14 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხი, ამავე მისამართზე მდებარე 25 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი და 102.64 და 47.58 კვ. მეტრი ფართობის სხვენები.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."