მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, პარლამენტი, სახელმწიფო დაწესებულებები და ის რაც, დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ცდილობს დანერგოს უიმედობა, განხეთქილება და ინტრიგები და მას ეს არ გამოუვა.

"რადგან ჩვენ გვინახავს ბევრად უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით თუ რა არის პროგრესი, აღმშენებლობა და კარგად გვახსოვს, რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო დაწესებულებები, ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში, ყველა მშვიდობიანი ფორმის, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორი ყველა ამომრჩეველს და მებრძოლს მოუწოდებს, არჩევნებზე აქტიურობით აჩვენოს ყველას, რომ ხელები არ ჩამოუშვიათ. "უნდა ვუთხრათ იმათ, ვისაც უღალატეს, იმ პარტიებმა, ვისაც ხმა მისცეს, ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ. მათმა ამომრჩეველმა არაფერი დააშავა და მე ვფიქრობ, მეორე ტური არის ამ ამომრჩევლებისთვის პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რა თქმა უნდა, ბრძოლა არ მთავრდება, არც მეორე ტურით და არც ამ გაყალბებული არჩევნებით, ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად უფრო სწრაფად მოვიშორებთ ამ უბედურებას, ვიდრე ბევრს ჰგონია. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ძალებში, დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ, ჩვენ გვყავს საქართველოში უამრავი მომხრე, გაყალბებული ბიულეტენების, მანიპულაციების გათვალიწინებით 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი. ეს არ არის ცოტა, ეს ძალიან ბევრია და მინდა თითოეულ ადამიანს ვუთხრა მადლობა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მომავალშიც გქონდეთ ჩვენი იმედი და ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."