ვიქტორ იუშჩენკო - ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ

ვიქტორ იუშჩენკო - ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ

ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად, ურთიერთობა არ აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა.

სამაუწყბელო კომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, იუშჩენკო საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ არ სურს კომენტარი გააკეთოს ისეთ საკითხებზე, რომლის შესახებაც ყველაფერი არ იცის.

"არ მინდა კომენტირება გავრცელებული ხმების და განცხადებების, რომლებთანაც შეხება არ მაქვს. ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად, ურთიერთობა არ აქვთ. ჩემი აზრით, არ არსებობს ორმხრივი გეგმა, თუ როგორ ვხედავთ ურთიერთობას დღეს და ხვალ, როგორი უნდა იყოს განვითარება. ვფიქრობ, საქართველო და ქართველი თავად გაერკვევა იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გაკეთებული. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება. როცა ჩვენ გავიღვიძებთ, დღის წესრიგში ისევ დადგება ის საკითხები, რომელიც ახლა აკლია ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას, ეს არის მუდმივი კავშირები", - განაცხადა იუშჩენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."