საქართველოში თურქეთის ელჩი სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოში თურქეთის ელჩი სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ, არ ადასტურებს. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესებამება.

გარდა ამისა, თურქეთის ელჩი სარფის საბაჟოზე არსებულ შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს ტექნიკურ ხარვეზთან. "სარფთან დაკავშირებით საქმე გვაქვს ტექნიკურ ხარვეზთან. ეს არ ხდება მხოლოდ სარფის საბაჟოზე. ხარვეზს ადგილი აქვს მთელი თურქეთის მასშტაბით. გავრცელდა ინფორმაცია, თითოქოს იქ უნდა მომხდარიყო ტერორისტული აქტი, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ამას არ ვადასტურებთ", - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, რომლის კომენტარის ქართულ თარგმანს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იპოვეს და მის ამოქმედებას ერთ-ერთი მგზავრი აპირებდა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."