ტურიზმის ადმინისტრაცია წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავლის მიღებას ელოდება

ტურიზმის ადმინისტრაცია წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავლის მიღებას ელოდება

წელს გადავაბიჯებთ ნიშნულს, რომელიც არის 2 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წელს შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან მილიარდ 940 მილიონ დოლარს მიაღწია და წელს იქნება რეკორდული შემოსვლები, როგორც ტურისტების, ასევე რეკორდული იქნება ის შემოსავალი, რომელსაც ისინი შემოიტანენ საქართველოში 2016 წლის განმავლობაში.

"წელს 2 ძირითად ნიშნულს გავცდებით - გადავაბიჯებთ 6 მილიონიან ნიშნულს საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით და გადავაბიჯებთ ნიშნულს, რომელიც არის 2 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვა. მინდა ვთქვა, რომ ტურიზმი და კერძო სექტორი აბარებს ამ გამოცდას, რომელიც მას მიანიჭა როგორც საზოგადოებამ, ასევე იმან, რომ მთავრობამ ძალიან დიდი პრიორიტეტი მიანიჭა ტურიზმს. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი საქართველოში ისეთი პრიორტეტულია, როგორც არასდროს", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."