მიხეილ მაჭავარიანი - მე ახლაც მაქვს შანსი შევიდე პარლამენტში

მიხეილ მაჭავარიანი - მე ახლაც მაქვს შანსი შევიდე პარლამენტში

მე ახლაც მაქვს შანსი შევიდე პარლამენტში,"- ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა, ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დღეს არ მიუღია.

ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი აცხადებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეები მასზე უკეთ პასუხობენ არსებულ გამოწვევებს. ,,იმედი მქონდა, რომ პარელამენტში შევიდოდნენ პროდასავლური პარტიები, ალასანია, ბურჭულაძე და ვფიქრობდი უკეთესი შანსი გვქონდა გვესაუბრა ძლიერ კოალიციურ ხელისუფლებაზე. მე ახლაც მაქვს შანსი შევიდე პარლამენტში, თუ გაიმარჯვებს გიგი წერეთელი და კიდევ რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უკვე მქონდა მიღებული. მე არ ვაპირებდი ამ კონფიგურაციის პარლამენტში შესვლას. ჩემი მეგობრები, რომლებიც პარლამენტრში შედიან, ,,ახალი სახეები" პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის", ბევრად უფრო პასუხობენ იმ გამოწვევას, ვიდრე მე", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი მინიმუმ მომდევნო 4 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებს. როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის რჩება პარტიის აქტიურ მხარდამჭერად და წევრად, თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკური საქმიანობისგან შეისვენებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."