გიგა ბოკერია - თუ არჩევნების შედეგები არ გაუქმდება, მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას

გიგა ბოკერია - თუ არჩევნების შედეგები არ გაუქმდება, მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას

არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისი თქმით, მათ ინტერესშია, ყველაფერი იყოს მშვიდობიანად.

"ეს არის ჩვენი პოზიცია თავიდავნე და არა ის უბინძურესი კამპანია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესში იყო გადატრიალება ან არეულობა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ამომრჩევლის დაშინებას და იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ ძალიან ცუდად არის ყველაფერი ქვეყანაში, მაგრამ არეულობა მაინც არ უნდა გინდოდეთ ხალხო. ამ ბინძურ მეთოდს მიმართა ივანიშვილმა. ჩვენი ამოცანა არის მომავალში კვლავ გვქონდეს ის ვითარება, რომ იმ ტიპის ქმედებებითაც ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბებას, როგორც დღეს მოხდა და ამ ამოცანას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა ბოკერიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."