სოზარ სუბარი მარნეულში არჩევნების რაიმე სახით გაყალბებას გამორიცხავს

სოზარ სუბარი მარნეულში არჩევნების რაიმე სახით გაყალბებას გამორიცხავს

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მარნეულში არჩევნების რაიმე სახით გაყალბებას გამორიცხავს.

მისი თქმით, შესაძლოა იყო გარკვეული ინციდენტები, რასაც მოყვება შესაბამისი რეაგირება. ამასთან, როგორც სუბარი აცხადებს, თუ სადმე რამე დარღვევა გამოვლინდება, უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

"ნაციონალურ მოძრაობას ყველგან ჰყავდა დამკვირვებლები, ყველა უბანზე იყვნენ არასამთავრობეობი, ყველა უბანზე შედიოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაყალბება გამორიცხულია", - განაცხადა სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."