უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ვებ-გვერდზე შედეგების განთავსება. უსკო-ს მონაცემებით, ხულოს N73-ე ოლქში დათვლილია 52 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" კანდიდატს ხვიჩა შარაშიძეს ხმათა 71.63% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.37%.

ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში 8 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 77.07% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მამული სურმანიძეს - 22.93%. ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში 3 უბნის მონაცემებია ცნობილი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 71.31% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ქენან კახიძემ კი - 28.69%. ბათუმის N69 მაჟორიტარულ ოლქში 2 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 70.22% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 29.78%. ბათუმის N68 მაჟორიტარულ ოლქში სულ 1 უბნის მონაცემებია ცნობილი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ წულაძე ხმების 72.26%-ით ლიდერობს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ელგუჯა ბაგრატიონს 27.74% ერგო. ბათუმის N70 მაჟორიტარულ ოლქშიც 1 უბნის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" კანდიდატმა და სიის პირველმა ნომერმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 82.87 % მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გია აბულაძემ 17.13%.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია. აქედან 15 დეპუტატს პროპორციული სიით ირჩევენ, ხოლო 6 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" 8 მანდატი ერგო, "ნაციონალურ მოძრაობას" 5 მანდატი, ხოლო "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი" თითი-თითო მანდატით იქნებიან წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში. ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნება" უმრავლესობას მოიპოვებს. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."