კახა კალაძე - ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია

კახა კალაძე - ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია

ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციები პარტიის შიგნით უახლოეს დღეებში გაიმართება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ, კალაძემ უარყო.

"მთავრობის ჩამოყალიბებაზე, თუ ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები უახლოეს მომავალში იქნება. ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა აქაც განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია და სადაც ქვეყანას და გუნდს დავჭირდები, მზად ვარ ყველა მიმართულებით ჩემი მაქსიმალური გავაკეთო და ჩემი შესაძლებლობები ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო. ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ერთ-ერთი ჭორია", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რომ არის ვერსია, შესაძლოა ის წარდგენილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატად, კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. "რაც შეეხება პრეზიდენტობას, პრეზიდენტის არჩევნებამდე დიდი დროა. მანამდე მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასე რომ, წინასწარ მოსაზრებების გაკეთება არ იქნება მართებული", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."