ვინ რჩება მთავრობაში და ვინ დაემშვიდობება მინისტრის სავარძელს?! - მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

ვინ რჩება მთავრობაში და ვინ დაემშვიდობება მინისტრის სავარძელს?! - მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ მომავალ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იქნება. როგორც პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებების გარდა, მოსალოდნელია რამდენიმე მინისტრის შეცვლაც, თუმცა პრემიერმა არ დააკონკრეტა თუ რომელ სამინისტროს შეიძლება ჰყავდეს ახალი ხელმძღვანელი.

"დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და თვითონ სამინისტროებში რამდენიმე საკადრო ცვლილებასაც ვგეგმავ. ყველა მინისტრთან ეს კონსულტაციები უკვე გამართულია. მათ შორის ახალი მინისტრობის კანდიდატებთან წინასწარი საუბარი უკვე გავმართე... ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი, ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიმაჩნია. დაახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვერ ასრულებს სამუშაოს".

მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები დააანონსა, პოლიტიკურ წრეებში მკითხაობენ თუ რომელი მინისტრი შეინარჩუნებს თანამდებობას და ვინ ვის ჩაანაცვლებს.

ერთადერთი რაც ამ დროისთვის დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, რომელიც დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს.

კახა კალაძის თქმით კი, ის, დიდი ალბათობით, დაუბრუნდება მთავრობას. სავარაუდოდ, ის დაიბრუნებს როგორც ენერგეტიკის მინისტრის, ასევე ვიცე -პრემიერის პოსტსაც.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპრტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძის დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება, შესაბამისად, "კალაძის ამბიციურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის აკეთებს გათვლას პრეზიდენტობაზე".

კულუარულად გავრცელებული ინფორმაციით კი, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ეკონომიკურ უწყებას კი, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ათეულში მოხვედრილი, გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმაც, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მის შემცვლელზე მმართველ გუნდში ვერ თანხმდებიან... განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."