გიორგი აბაშიშვილი - კითხვა მაქვს: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და გასარკვევი ესღა დაგვრჩა?

გიორგი აბაშიშვილი - კითხვა მაქვს: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და გასარკვევი ესღა დაგვრჩა?

მთავარი კითხვა მაქვს: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და ესღა დაგვრჩა გასარკვევი? - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც აბაშიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, საერთოდ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.

"მოდით გავიხსენოთ, საიდან მოხვდა ეს თემა მედიაში: როდესაც ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტური რამოდენიმე საათის დასრულებული იყო, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან გაჟღერდა ეს თემა, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და შემდგომ ამას მოჰყვა გარკვეული ტიპის დისკუსიები. შემდგომ თანდათანობით ხდებოდა ამ სრულიად გაურკვეველ საკითხზე მსჯელობა. საერთოდ რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, დღემდე ამის შესახებ აბსოლუტურად ვერავინ საუბრობს. მე მესმის, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ახლა, ვფიქრობ, "ქართული ოცნების" წინაშე დგას მთავარი დილემა - რაში გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, იმ მანდატებს, რომელიც საზოგადოებამ მიანიჭა.

საზოგადოებამ ასეთი მაღალი მანდატი რისთვის მიანიჭა, იმისთვის, რომ რაღაც უტოპიურ თემებზე ესაუბრა, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევნების წესის ცვლილება? ჩემი აზრით, ქართველმა ამომრჩეველმა ეს მანდატი მიანიჭა "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რა მესიჯებითაც ეს პარტია გამოდიდოდა, ეს იყო: უკეთესი განათლება, ეკეთესი ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა, სოფლის განვითარება და ა.აშ. სია გრძელია და არსად წერია, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იყო მთავარი მესიჯი.

ეს არის სრულიად აბსურდული თემა და ძალიან უცნაურია, რომ ამ აბსურდულ თემაზე ამდენი ხანი ამდენი ადამიანი მსჯელობს. სრულიად შეგნებულად ვიკავებდით თავს, რომ სერიოზული შეფასება ან კომენტარი გაგვკეთებინა და დღესაც გამიჭირდება ამ საკითხზე მსჯელობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს წარმატებით ფუნქციონირებს, ის არის მთავარი ბალანსის შემქმნელი სხვადასხვა შტოს შორის და „მისი საშუალებით უამრავი საკითხი გადარჩა ამ ქვეყანაში".

"რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართულობა, რა იქნებოდა მოსმენების კანონთან დაკავშირებით? რა იქნებოდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, საერთოდ გვექნებიოდა ეროვნული ბანკი?,- აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."