გია ხუხაშვილი - "პალიტრა მედია" უნიკალური პროექტია, რომელმაც ჰოლდინგური განვითარებით შეძლო ზარალისა და შემოსავლების დაბალანსება

გია ხუხაშვილი - "პალიტრა მედია" უნიკალური პროექტია, რომელმაც ჰოლდინგური განვითარებით შეძლო ზარალისა და შემოსავლების დაბალანსება

მედიაბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, არიან კომპანიები, რომლებიც ახერხებენ ძალაუფლების უზურპაციის პრევენციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

ხუხაშვილი ქართულ მედიაბაზარზე "პალიტრა მედიას" გამოყოფს და აცხადებს, რომ ის უნიკალური პროექტია, რომელმაც შეძლო ზარალისა და შემოსავლების დაბალანსება.

"პალიტრა მედია" ქართულ სინამდვილეში უნიკალური პროექტია იმით, რომ ჰოლდინგური განვითარებით შეძლო ზარალისა და შემოსავლების დაბალანსება. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, პრინციპში ეს მთავარი ზეამოცანა არ გახლავთ. ზეამოცანაა, რომ მედია იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, რადგან თუ მედიასაშუალება ოპოზიციის გავლენის ქვეშ არის, ეს ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, "რუსთავი2" არ არის ამ ქვეყნის პრობლემა, "ნაციონალურ მოძრაობაში" მთლიანადაც რომ იყოს ინტეგრირებული. ეს ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის, ძალაუფლების უზურპაციის პრევენციისთვის, საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს, ისევე, როგორც "პალიტრა". "რუსთავი 2" მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო ძალიან საშიში ძალა, რადგან ის იყო ხელისუფლების პროპაგანდის მანქანა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."