"თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები იქნება" - რა პროექტებზე დაიხარჯება თანხა

"თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები იქნება" - რა პროექტებზე დაიხარჯება თანხა

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტება.

რაც შეეხება მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებს, ნარმანიას თქმით, მომავალ წელსაც პრიორიტეტული კვლავ საბავშვო ბაღები, ასევე ქალაქის გამწვანება და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია იქნება.

"გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომელზეც მუშაობს მერია და 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება პრიორიტეტს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი წელსაც იქნება საბავშვო ბაღებსა და პატარებზე ზრუნვა, ასევე ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, თუმცა 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."