სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლე პარლამენტში, სავარაუდოდ, გიორგი ღვინიაშვილი იქნება

სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლე პარლამენტში, სავარაუდოდ, გიორგი ღვინიაშვილი იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ სანდრა ელისაბედ რულოვსის ადგილმონაცვლე საქართველოს პარლამენტში, სავარაუდოდ, გიორგი ღვინიაშვილი იქნება.

ღვინიაშვილი პარტიის პროპორციული სიის რიგით 28-ე წევრია, "ნაციონალურ მოძრაობას" კი პარლამენტში 27 მანდატი ექნება.

საარჩევნო კოდექსით, თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

"ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, სანდრა ელისაბედ რულოვსმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."