აკაკი ბობოხიძე - მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ

აკაკი ბობოხიძე - მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ

ოდესის გუბერნატორი არ არის რაიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ. ბობოხიძის განცხადებითვე, სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არა მისი თანამდებობა, არამედ მისი პოლიტიკური პოზიციები განაპირობებს.

"მინდა გითხრათ, რომ მე მიხეილ სააკაშვილს არასდროს განვიხილავდი ოდესის გუბერნატორად. ჩემი პრადი მოსაზრებაა, რომ ოდესის გუბერნატორი არ არის რაიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. უკრაინაში, ზოგადად, გუბერნატორებს ნიშნავს პრეზიდენტი და იურიდიულად ძალიან ცოტა უფლებამოსილება აქვთ. მიშას ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა. მან ბოლომდე იპარტნიორა პოროშენკოსთან. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ წონას არა ოდესის გუბერნატორობა, არამედ მისი პოზიციები აძლევდა",- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები