როგორ აფასებენ უკრაინელი ბიზნესმენები სააკაშვილის გადადგომას

როგორ აფასებენ უკრაინელი ბიზნესმენები სააკაშვილის გადადგომას

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი გუშინ დატოვა.

დაახლოებით ნახევარი წლის წინ, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესაში დაინიშნა, ადგილობრივი ბიზნესმენების ერთი ნაწილი ამბობდა, რომ სააკაშვილისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და კორუფციასთან გამკლავებას მოელოდნენ.

უკრაინული გამოცემა liga.net სააკაშვილის გადადგომის შემდეგ უკრაინელი ბიზნესმენების აზრით დაინტერესდა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ოდესის გუბერნატორის გადაწყვეტილებაზე.

როგორც უკრაინული გამოცემა წერს, ზოგიერთმა ბიზნესმენმა ანონიმურად გაიხსენა სააკაშვილთან მუშაობის საკუთარი გამოცდილება.

"რეალურად, პოზიტიური შედეგებიდან საბაჟოს გამჭვირვალე მუშაობა შემიძლია გამოვყო. იყო ეპიზოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირადად დამეხმარა. მისი დახმარებით ჩემი კომპანიის მუშაობა არ გაჩერდა", - ყვება ოდესელი მეწარმე.

"ლიგა.ნეტ"-ის კიდევ ერთი რესპონდენტის თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, რეგიონის მიმართ ინვესტორების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. "მაგრამ შემდეგ ბევრი მიხვდა, რომ გუბერნატორი ყველაფერს ვერ წყვეტს. ეს მისმა გადადგომამაც დაადასტურა. არსებობს სხვა ძალები, რომლებიც ქალაქს მართავენ", - ამბობს რესპონდენტი.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."