გიორგი მარგველაშვილი - მე და ბიძინა ივანიშვილს სამი წელია ურთიერთობა არ გვქონია

გიორგი მარგველაშვილი - მე და ბიძინა ივანიშვილს სამი წელია ურთიერთობა არ გვქონია

რა ურთიერთობაც მაქვს "ქართულ ოცნებასთან", მთავრობასთან, პარლამენტთან, არ ვფიქრობ, რომ პრობლემური უნდა იყოს ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, გარკვეულ საკითხებში ეკამათება ხელისუფლებას, რაც ქვეყანაში ბალანსს უზრუნველჰყოფს.

"მე და ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობა არ გვქონია სამი წელია, ასე, რომ ბიძინას თაობაზე ნაკლებად შევძლებ კომენტარის გაკეთებას, თუ რა გეგმა აქვს ბიძინას და რა პოლიტიკურ პროცესს გეგმავს... ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, თუმცა ურთიერთობა გულისხმობს ორმხრივ პროცესს, როდესაც ისიც საუბრობს და მეც ვპასუხობ, შესაბამისად, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. რეალურად, ის პოლიტიკური ველი, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში და ის ურთიერთობა, რომელიც "ქართულ ოცნებასთან", მთავრობასთან, პარლამენტთან მაქვს, ვფიქრობ, ივანიშვილისთვის პრობლემური არ უნდა იყოს, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერისთვის და თვითონ მმართველი გუნდისთვის.

თუ დემოკრატიაზე და იმის ჩვენებაზეა საუბარი, რომ ყველაფერი ერთი ცენტრიდან არ იმართება, ქვეყანაში გაწონასწორებისა და ბალანსის მექანიზმები მოქმედებს, ვფიქრობ, ეს კარგი ილუსტრაციაა ქართული დემოკრატიული პროცესის. მე ივანიშვილის მიერ ვიყავი დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად, აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში და მაინც ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც პრეზიდენტი გარკვეულ საკითხებში ეკამათება ხელისუფლებას, გარკვეულ საკითხებს ადებს ვეტოს, რაც თავისთავად გაწონასწორების და ბალანსის უზრუნველმყოფელია ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."