სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვის თხოვნით, რადას დეპუტატი პროკურატურას და შსს-ს მიმართავს

სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვის თხოვნით, რადას დეპუტატი პროკურატურას და შსს-ს მიმართავს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, განიხილონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი. აღნიშნული განცხადება სახალხო დეპუტატმა ТСН-თან ინტერვიუში გააკეთა.

რაბინოვიჩმა აღნიშნა, რომ ვინაიდან უკრაინას არ შეუძლია თავისი მოქალაქეების ექსტრადირება, სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა.

"ვინაიდან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემისას დარღვეული იყო უკრაინის კანონები, მე მოვითხოვე ამ საკითხის კანონის სიბრტყეში დაბრუნება. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება საერთაშორისო დამნაშავეების გაცემაზე. მოდით არ დავარღვიოთ ეს შეთანხმება, ერთი კაცის გამო არ წავეჩხუბოთ საქართველოს და გადავცეთ ის ", - განაცხადა დეპუტატმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."