დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება. პარლამენტის სხდომა ქუთაისის პარლამენტის შენობაში 12:00 საათზე დაიწყო.
ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს შეკრება. პარლამენტში პირველად მივიდნენ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გადალახეს ბარიერი.
AMBEBI.GE-ს კორესპონდენტმა საინტერესო კადრი დააფიქსირა: "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი "ქართული ოცნების" ახალი სახეების გარემოცვაში. ფოტოზე ინაშვილი "ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების: ბექა ნაცვლიშვილის, ირაკლი აბუსერიძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის გვერდით დგას.
ფოტო: ინგა მურუსიძე, AMBEBI.GE