ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება. პარლამენტის სხდომა ქუთაისის პარლამენტის შენობაში, 12:00 საათზე დაიწყო და ის საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა გადაეცემა პარლამენტის უხუცეს წევრ რევაზ არველაძეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას წარუძღვება.

LIVE: მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პირდაპირ ეთერში

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. პრეზიდენტი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."