პრეზიდენტი: "საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს"

 პრეზიდენტი: "საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს"

"საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს" - ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც მთავარია, ამ დოკუმენტის დახვეწისას არ უნდა მოხდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება და კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.

"საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას აქვს ხარვეზები და გადახედვას საჭიროებს. მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი ამ დოკუმენტის დახვეწისას იქნება, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება. ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა.

"მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს. მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური კულტურები, სადაც კონსტიოტუციონალიზმი, საერთოდ დაუწერელი კონსტიტუციის ან საუკუნეების წინ შექმნილი დოკუმენტით, იდეალურად ხორციელდება.

"ნათელია, რომ ამის გარანტი არის პოლიტიკური კლასის, საზოგადოების სამართლებრივი ტრადიციისადმი ერთგულება. ქართულ კონსტიტუციონალიზმს კი, სწორედაც რომ არასახარბიელო - კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."