ახალარჩეულმა დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს

ახალარჩეულმა დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წაიკითხა:

"მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში".

ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს "ვფიცავ", რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ამ დროისთვის პარლამენტის სხდომაზე კვლავ შესვენებაა გამოცხადებული, რა პერიოდშიც დროებით სამანდატო კომისიას რეგისტრაციისთვის წარედგინება მიმართვები უმრავლესობა-უმცირესობის და საპარლამენტო ფრაქციების ფორმირების შესახებ. ასევე განისაზღვრება კომიტეტებში ფრაქციებისთვის განკუთვნილი კვოტები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."