გიორგი კვირიკაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი

გიორგი კვირიკაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი

მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც გააჩნია საკანონმდებლო, მათ შორის საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა.

"ეს არის ალბათ დაახლოებით ერთწლიანი პროცესი, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტიც ალბათ ამ პროცესში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც გააჩნია საკანონმდებლო, მათ შორის საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება. მე არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაც დაპირისპირება ხდება. არავითარ შემთხვევაში.

ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს დღემდე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს მივიღებთ",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."