ელენე ხოშტარია "ოცნებას": "თქვენ ფიცი დადეთ არა კონსტიტუციისა და ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე"

ელენე ხოშტარია "ოცნებას": "თქვენ ფიცი დადეთ არა კონსტიტუციისა და ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე"

"მე მაქვს განცდა დაფუძნებული 4 წლის სამწუხარო გამოცდილებაზე, რომ თქვენ დღეს დადეთ ფიცი არა კონსტიტუციისა და ხალხის წინაშე, არამედ არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რომელსაც გასული ოთხი წლის განმავლობაში უმტკიცებდით ერთგულებას და მე მგონია, რომ ასევე გააგრძელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

"თქვენ გქონდათ 4 წელი იმისთვის, რომ გაგემყარებინათ დემოკრატიული ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, ამ დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. არ შეიძლება, სუს-ი იყოს მთავარი მოქმედი პოლიტიკური პირი. არ შეიძლება სუს-ი იყოს დაკავებული ადამიანის პირად ცხოვრებაში ქექვით. არ შეიძლება სასამართლო ემორჩილებოდეს არაფორმალურ მმართველს. არ შეიძლება, არაფორმალური მმართველი კარნახობდეს ჟურნალისტებს, როგორ უნდა დასვან კითხვა", - განაცხადა ხოშტარიამ.

მან ასევე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებს.

"მე მინდა მათ დავპირდე ამ ტრიბუნიდან, რომ აუცილებლად ძალიან პრინციპულად და მტკიცედ ვიბრძლებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დღევანდელი სხდომა ყოფილიყო მართლაც საზეიმო, იმიტომ რომ ნებისმიერი პარლამენტის გახსნა, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ნამდვილად უნდა ყოფილიყო საერთო ქვეყნის ზეიმი, დემოკრატიის ზეიმი მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგებოდა თითოეული პარტიისთვის, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ ყალბები და მოვატყუოთ ჩვენს თავს, თუ დღევანდელი დღე ჩვენთვის მართლაც საზეიმო გახდება, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ყველაზე კარგად იცით ეს თქვენ, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი. ყველაზე კარგად იცით თქვენ, როგორ დააშინეთ, მოისყიდეთ ადამიანები, ამიტომ სამწუხაროდ, მე დღეს ვერ ვიზეიმებ დემოკრატიას და სამართლიანობას", - განაცხადა ხოშტარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."