საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა არ მისცა

საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა არ მისცა

საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ სამმა დეპუტატმა მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის დანარჩენმა წარმომადგენელმა მის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა. ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე 118 დეპუტატის მხარდაჭერით გახდა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 27 დეპუტატით არის წარმოდგენილი, საიდანაც სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა და შესაბამისად, დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო "პატრიოტთა ალიანსი" კი საკანონმდებლო ორგანოში 6 დეპუტატით შევიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."