პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია

პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია

პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია. ფარული კენჭისყრით შემდეგი ვიცე სპიკერების არჩევა მოხდა: გიორგი ვოლსკი (129 - მომხრე, 3 - წინააღმდეგი); ზვიად ძიძიგური (129 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი); ილია ნაკაშიძე (131 ხმით, ერთხმად); ირმა ინაშვილი (106 - მომხრე, 24 - წინააღმდეგი); სერგი კაპანაძე (94 - მომხრე, 15 - წინააღმდეგი).

მანამდე პარლამენტმა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი დაამტკიცა (120 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი).

ამ დროისთვის პარლამენტის სხდომაზე კვლავ შესვენებაა გამოცხადებული. დროებითი სამანდატო კომისია კომიტეტებში ფრაქციათა კვოტების განსაზღვრის საკითხზე მსჯელობს. ამის შემდეგ მოხდება კომიტეტების ფორმირება და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."