"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, შემოთავაზებული გუნდი არის ის გუნდი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა და რომელსაც მათ მიერ გადადგმულ არც ერთ ნეგატიურ ნაბიჯზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

"დღეს ლარი უახლოვდება გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს, არის ძალიან სერიოზული პრობლემები უმუშევრობის, მედიკამენტებზე ფასების ზრდის, სოციალური დახმარების გაუქმების, ეს არის ტენდენცია, რასაც 4 წლის განმავლობაში ვაკვირდებით. შემოთავაზებულია იგივე პრემიერ-მინისტრი იგივე გუნდით, რომელსაც არც ერთ ნეგატიურ ნაბიჯზე პასუხისმგებლობა არ აუღია და ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი კიდევ ვერ აცნობიერებენ იმ პოლიტიკის შედეგებს, რომელიც მათ გაატარეს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მთავრობა რაიმე გამოწვევებს უპასუხებს, ვინაიდან მათ არც გეგმა აქვთ, არც ხედვა და რაც ყველაზე მთავარია, პრობლემასაც ვერ ხედავენ", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."