ირმა ინაშვილი კულტურისა და გარემოს დაცვის მინისტრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ირმა ინაშვილი კულტურისა და გარემოს დაცვის მინისტრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი" მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს. როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა აქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, ასევე გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან.

ირმა ინაშვილის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" მთავრობას მოუსმენს და არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს. თუმცა, ამ დროისთვის ფიქრობს, რომ სწორედ ამ მინისტრების გამო "პატრიოტთა ალიანსი" ამ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

ირმა ინაშვილის თქმით, სწორედ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული საყდრისის გამო, ასევე ხე-ტყის მასობრივი გაჩეხვის გამო, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.

ინაშვილის თქმით, "პატრიოტთა ალიანსს" მწვავე შეკითხვები მიხეილ გიორგაძესთან სწორედ საყდრისთან დაკავშირებით ექნება და "ალიანსი" გეგმავს, რომ კომიტეტზე მინისტრების მოსმენისას აღნიშნულ საკითხზე მწვავედ ისაუბროს და ფაქტები დაასახელოს.

რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ინაშვილი მასთან ხე-ტყის მასობრივ გაჭრაზე გეგმავს მრავალი კითხვის დასმას.

პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრებს უსმენენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."