გიორგი კვირიკაშვილი - არ უნდა ავყვეთ ევროსკეპტიციზმის ტენდენციებს და ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ

გიორგი კვირიკაშვილი - არ უნდა ავყვეთ ევროსკეპტიციზმის ტენდენციებს და ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ

ჩვენ არ უნდა ავყვეთ ევროსკეპტიციზმის ტენდენციებს და ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო მრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ პრემიერისგან იმ გამოწვევებით, რაც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო ცნობადობა, როგორც ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნის და ამის შენებაში ხელისუფლებას ვერავითარმა სკეპტიკურმა ტალღამ ხელი ვერ უნდა შეუშალოს.

"ჩვენ არ უნდა ავყვეთ ევროსკეპტიციზმის ტენდენციებს და ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ საბოლოო მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გარდაქმნების პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუმჯობესებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო ცნობადობა როგორც ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნის და ამის შენებაში ჩვენ არავითარმა სკეპტიკურმა ტალღამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ასეთი ტალღები სხვადასხვა დროს იყო საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, ქვეყნებში, რომელიც კავშირის ღერძად ითვლებიან.

ამასთან, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ქვეყანამ ინტენსიურად უნდა იმუშაოს ორმხრივი მიმართულებით. "ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ორმხრივი მუშაობა ბრიტანეტთან.

ასევე ჩვენი სურვილია, რომ გერმანიასთან გვქონოდა ისეთივე სტრატეგიული ხასიათის ორმხრივი ურთიერთობა, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."