ეკა ბესელია ნიკა მელიას - თქვენ ვისი ნომინალური წარმომადგენელი იყავით ბანკი "ქართუს" გაკოტრების პროცესში?

ეკა ბესელია ნიკა მელიას - თქვენ ვისი ნომინალური წარმომადგენელი იყავით ბანკი "ქართუს" გაკოტრების პროცესში?

თქვენ ვისი ნომინალური წარმომადგენელი იყავით ბანკი "ქართუს" გაკოტრების პროცესში აღსრულების სამსახუროს უფროსი რომ ბრძანდებოდით? - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას პარლამეტის სხდომაზე, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ეკა ბესელიას თქმით, უხერხულია, როდესაც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ნომინალურ მმართველზე საუბარი.

"ბატონო ნიკა, თქვენ ვისი ნომინალური წარმომადგენელი იყავით ბანკი "ქართუს" გაკოტრების პროცესში აღსრულების სამსახუროს უფროსი რომ ბრძანდებოდით? მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო ადეიშვილი. შეიძება მისთვის ერთგვარი სტრატეგიაა, რომ ვიღაცა იქსმა, ან ვიღაც იგრეკმა წყარომ მიაწოდა რომ ოთხეული ახდენს შტრუმს სასამართლოზე.

მე მოვისმენდი მისგან ვის დავალებას ასრულებდა როდესაც ხელოვნური გაკოტრების საქმეში იყო ჩართული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელის თქმით, საქართველოს პრემიერი მათ მოუწოდებთ იყვნენ კონსტრუქციულები, შესაბამისად, ბესელიას თქმით ის ცდილობს არ აუწიოს ხმას, თუმცა მისივე თქმით, იქნება ისეთი სხდომები, სადაც ის არ აპირებს მსგავსი ტონალობით უპასუხოს "ნაციონალურ მოძრაობას".

"გიორგი კვირიკაშვილი გვაიძულებს ჩვენ ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, ვიდრე შეიძება ვიყოთ, ამიტომ ამ ტონალობას შევეცდები შევინარჩუნო მეც, თუმცა რაღაცებს გეტყვით. ხოლო სხვა სხდომებზე ნურას უკაცრავად, ამ ტონალობაში მე პირადად არ ვაპირებ რომ თქვენ მოგისმინოთ. ძალიან ბევრჯერ შეიძლება მომიწიოს ინდივიდუალურადაც რაღაცის შეხსენება, რომელზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ", -განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."