მოხდება თუ არა ბანკებიდან დოლარში გამოტანილი კრედიტების ლარში გადაყვანა - მთავრობის რა გეგმაზე საუბრობს კახა კალაძე

მოხდება თუ არა ბანკებიდან დოლარში გამოტანილი კრედიტების ლარში გადაყვანა - მთავრობის რა გეგმაზე საუბრობს კახა კალაძე

დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები დოლარში აქვთ გამოტანილი, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ იქნა განცხადება გაკეთებული. დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის ზუსტად დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ გვაქვს მოსაზრება იმის, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დეტალებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები უახლოეს მომავალში წარმოადგენენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."