კახა კალაძის ახალი იმიჯი - ულვაშები

კახა კალაძის ახალი იმიჯი - ულვაშები

ენერგეტიკის მინიტრი კახა კალაძე ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთ (თუ ერთადერთ არა) ყველაზე მოდურ პოლიტიკოსად ითვლება. ხშირად მისი ჩაცმის სტილი კრიტიკის საბაბიც ხდება, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მინისტრი გემოვნებიანად იცვამს და გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

მინისტრი დღეს მედიის წარმომადგენლებთან ახალი იმიჯით წარსდგა. გრძელი წვერის ნაცვლად, კალაძე ამჯერად ულვაშებით მოგვევლინა.

იხილეთ ვიდეო| კალაძემ მინისტრად დამტკიცებისთანავე ახალი იმიჯი - ულვაშები მოირგო

გასულ წელს, მთავრობის წევრმა ფაქტობრივად დაამკვიდრა ქართველ მამაკაცებში ლამბერსექსუალის იმიჯი, რამდენიმეთვიანი წვერის ტარების შემდეგ კი იმიჯი ნაწილობრივ შეიცვალა და წვერი დაიმოკლა.

სამი დღის, პარლამენტში წინ მთავრობის დამტკიცების სხდომაზე კალაძე მოკლე წვერით და ულვაშით წარსდგა, დღეს კი ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ფოტოგრაფებმა კალაძე ახალი იმიჯით აღბეჭდეს ობიექტივში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."