"გაიმარჯვა მიშას გუნდმა" - "ნაციონალური მოძრაობა" მრავალრიცხოვან ყრილობას ჩაატარებს

"გაიმარჯვა მიშას გუნდმა" - "ნაციონალური მოძრაობა" მრავალრიცხოვან ყრილობას ჩაატარებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია. ჯერჯერგობით პარტიის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, პარტიის ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ 25/24-ის წინააღმდეგ მოქმედი პარტიის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მოთხოვნამ გაიმარჯვა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია მრავალრიცხოვან ყრილობას ჩაატარებს. "25/24, ერთმა თავი შეიკავა, გაიმარჯვა მიშას გუნდმა", - წერს თაქთაქიშვილი.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. განსახილველ თემებს შორის იყო პარტიის მიერ დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."