რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს "დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა"

რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს "დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს "დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა".

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღის განმავლობაში დღეს ლარი თითქმის 6 პუნქტით გაუფასდურა, რაც კატასტროფული მდგომარეობაა.

"რამ გამოიწვია ლარის ასეთი სწრაფი ვარდნა?! გამოიწვია ორმა ფაქტორმა: პირველია, მთავრობის ახალი ეკონომიკური გეგმა, რომელიც ძალიან ობიექტურად შეაფასა ლარმა და ადამიანებმა და უნდობლობა გამოუცხადეს მას და მეორე - ის კატასტროფული შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნოემბრის თვეში ბიუჯეტის შესრულების სახით, როდესაც საბიუჯეტო შემოსავლები ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. გუშინ აქ უტიფრად გამოდიოდა ფინანსთა მინისტრის ახალგაზრდა მოადგილე და ყველას გვატყუებდა, საგადასახადო შემოსავლების გეგმა სრულდებაო. ასეთი დემაგოგები თქვენ უნდა გაყაროთ მთავრობიდან", - მიმართა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

დეპუტატის თქმით, ის იდეები, რომელიც მთავრობის პროგრამაშია, პირდაპირ ურტყამს თითოეული ოჯახის შემოსავალს და მიმართულია ეკონომიკის ზრდის საწინააღმდეგოდ.

"პირველად დედოლარიზაციის პროგრამა გაცხადდა წელს, 15 ივნისს. 15 ივნისს ერთი დოლარი უდრიდა 2,15 ლარს. ამ აკვიატებული დედოლარიზაციის პროგრამამ კი დოლარი დღეს მიიყვანა 2,58 ლარამდე. შეგიძლიათ ჩემი პირველივე კომენტარი ნახოთ "ინტერპრესნიუსზე", სადაც მე ვთქვი: ნუ ეთამაშებით ცეცხლს!", - აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია კორუფციული დადგენილებაა, როდესაც ღარიბის დახმარების ლოზუნგით 65 მილიონით ვაკრედიტებთ მდიდრებს. გოცირიძის თქმით, სოციალური სამართლიანობის ნიღბით მსგავს უსამართლობას "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდა ადგილი, იგივე მედიკამენტებთან დაკავშირებით და გამოსავალი ამ სიტუაციიდან მონეტარიზაციაა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."