კობა გვენეტაძე - ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს

კობა გვენეტაძე - ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს

ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ონალაინ სესხებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ონალაინ სესხებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება საკანონმდებლო პაკეტი და მოხდეს მისი გახილვა, საზოგადოება უფრო მეტ დეტალს გაიგებს.

"ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება მოვიცადოთ მანამდე, ვიდრე კანონპროექტი პარლამენტში არ შევა. გარკვეულწილად იქნება და იყო კიდეც კონსულტაციები ონალაინ სესხების კომპანიებთან, როდესაც ეს კანონპროექტი იქნება, მასში გაწერილი იქნება ყველა დეტალი. იყო ასეთი ინფორმაცია, რომ რაღაც ალბათობით ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია გაადაკეთდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად. შესაძლოა, ეს კანონპროექტი ან ერთ ეტაპზე, ან მეორეზე შეიცვალოს, ამიტომ ძალიან ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."